საფრანგეთში კიდევ ერთი, ბოლო 12 საათის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. დე სევრის დეპარტამენტის პრეფექტურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,0 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:30 საათზე დაფიქსირდა. ამასთანავე, მაშველები ჯერ კიდევ ამოწმებენ იმ შენობებს, რომლებიც გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა.