ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, ბულგარული წიწაკა დაჭერით, ჩაშუშეთ ზეთში, მოაყარეთ ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი, ცოტა მარილი, მუსკატის კაკალი და განაგრძეთ შუშვა. ბოლოს აურიეთ თბილ ბრინჯს და შეფუთეთ.
დარჩენილი ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ, დაასხით ღვინო და აადუღეთ. ჩაალაგეთ მასში თევზის ფილე და შუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ჩაასხით არაჟანი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
კექსის ფორმაში ან თასში მოათავსეთ ბრინჯი, კარგად მოასწორეთ მისი ზედაპირი, შუაში ჩააღრმავეთ და მოასხით თევზის რაგუ, მოაყარეთ ლიმონის ცედრა და მწვანილი.
ინგრედიენტები:
200 გრ. ორაგულის ფილე,
100 გრ. გრძელმარცვლიანი რუხი ბრინჯი,
100 გრ. ბულგარული წიწაკა,
30 გრ. კარაქი,
1 ცალი ხახვი,
40 მლ. თეთრი ღვინო,
150 მლ. არაჟანი,
ნახევარი კონა კამა,
1 ჩ/კ ლიმონის ცედრა,
ცოტა მუსკატის კაკალი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.