Politico: უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას ნატოს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა

Politico: უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას ნატოს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა

უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით გაწევრიანებას ნატოს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა. ამის შესახებ ნათქვამია Politico-ს სტატიაში.

გამოცემა იმასაც იუწყება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე იყოს მიღებული.

როგორც Politico წერს, ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ მოკავშირეები ომის დასრულების შემდეგ წევრობის სამოქმედო გეგმისთვის გვერდის ავლით უკრაინის გაწევრიანებას დათანხმდებიან.