რას ითვალისწინებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად აფრიკის ქვეყნებმა შეიმუშავეს

რას ითვალისწინებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად აფრიკის ქვეყნებმა შეიმუშავეს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ კიევში ვიზიტის დროს წარადგინა აფრიკის ქვეყნების მიერ შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანიც უკრაინაში ომის დასრულებაა.

უკრაინული მედიის ცნობით, გეგმა 10 პუნქტისგან შედგება:

ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, ხოლო კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა დარეგულირდეს;
მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს;
აუცილებელია დეესკალაცია ორივე მხრიდან;
ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გაეროს წესდების თანახმად;
აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიები ყველა ქვეყნისთვის;
აუცილებელია იყოს ორივე ქვეყნის მარცვლეულისა და სასუქების მიწოდების უზრუნველყოფა;
აუცილებელია ომისგან დაზარალებული პირების ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა;
უნდა დარეგულირდეს ტყვეების გაცვლისა და რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხები;
აუცილებელია უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის უზრუნველყოფა;
კონფლიქტის მხარეებმა აფრიკის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაამყარონ.

აფრიკის 7 ქვეყნის - ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტეს, უგანდის, კონგოს, კომორის კუნძულებისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია კიევიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.