მამუკა მდინარაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. წლების წინ საკუთარი თავი რომ გადადო ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით ვერ დააშანტაჟებენ

მამუკა მდინარაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. წლების წინ საკუთარი თავი რომ გადადო ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით ვერ დააშანტაჟებენ

ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. წლების წინ საკუთარი თავი რომ გადადო ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ვფიქრობ, ეს ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ევროდეპუტატის რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას განუცხადა.

„ქალბატონმა რასამ და მისმა მეგობრებმა რა არ მოიგონეს, გააკეთეს იმისთვის, რომ ასე დამდგარიყო საკითხი, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებითაც და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომ ან ეს სტატუსი ან კანონი მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. ახლა ნარატივი შეცვალეს და აბსოლუტურად სხვაგვარად საუბრობენ - ამ შემთხვევაში ქალბატონ რასას განცხადებას ვგულისხმობ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადებებით აშანტაჟებენ, მაგრამ მას ჩალის ფასი არ აქვს - ეს ჩვენ რეზოლუციაზე ვთქვით.

ვნახეთ, უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბანკი, „კრედიტ სუისი“, როგორ გახდა მეასეხარისხიანი თავისი რეპუტაციანად, როგორ გაიყიდა შემდეგ „კაპიკებში“, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი 2 მლრდ არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ, ყველა დეტალთან დაკავშირებით, ამ ადამიანმა სასამართლო პროცესები მოიგო. ამის მიუხედავად, ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. საკუთარი თავი რომ გადადო წლების წინ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ვფიქრობ, ეს ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ საუბრისას თქვა, რომ თუ „ქართული ოცნების“ არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია.