ბორჯომში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ „ქართული ოცნების" ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზურა გელაშვილის სიცოცხლე შეიწირა.
„ქართული ოცნებიდან" ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„მწუხარებას გამოვხატავ ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ორი ადგილობრივი ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი, ჩვენი გუნდის წევრი, ახალციხის ახალგაზრდული საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზურაბ გელაშვილია მათი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ისე ჩვენი ქალაქისთვის. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს", - წერს ვარლამ წიკლაური.