მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე დემოკრატიას ხელს შეუწყობს, ქვეყანაზე იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, მიხეილ სააკაშვილი და სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები კი გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს

მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე დემოკრატიას ხელს შეუწყობს, ქვეყანაზე იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, მიხეილ სააკაშვილი და სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები კი გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს

თუკი ვინმე დემოკრატიას ხელს შეუწყობს, ქვეყანაზე იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, უარი უნდა ვთქვათ ასეთ ადამიანებზე და მიხეილ სააკაშვილი და სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა ქალბატონ რასას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებებს.

„დიდი მადლობა მინდა ქალბატონ რასას გადავუხადო, იმიტო რომ ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ასეთი სულელური არჩევანის წინაშე გვაყენებენ ხანდახან რიგი ადამიანები-მეთქი, ამაზე გვაკრიტიკებენ ხოლმე და ახლა თვალნათლივ, ხელის გულზე გამოჩნდა როგორ ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი. ჩვენ ხომ გვაკრიტიკებენ მაგალითად იმ განცხადებებისთვის, სადაც ვამბობდით, რომ რეზოლუციაში ისეთი სიგიჟე ჩაიწერა, რომლის მიხედვითაც საშინელი სისტემის შემქმნელ, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი გარეთ უნდა გამოუშვა და ბიძინა ივანიშვილი უნდა დასაჯო და ქალბატონი რასა ამ ნარატივს ამტკიცებს, ამყარებს. მადლობა, რომ ასე გაჭრით, მკაფიოდ ამბობს იმ წარმოუდგენელ მესიჯს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე, ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს. თუკი ვინმე დემოკრატიას ხელს შეუწყობს, ქვეყანაზე იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, უარი უნდა ვთქვათ ასეთ ადამიანებზე და მიხეილ სააკაშვილი და სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა ქალბატონ რასას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ „თუ „ოცნების“ არჩევანი ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია“.

ამასთან, ევროპარლამენტარის შეფასებით, „საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოლდოვასთან“.