მარწყვის მუსი

მარწყვის მუსი

ინგრედიენტები

ცალი მარწყვი

საჭიროებისამებრ შაქარი

2   ცალი კვერცხი

მწიკვი ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადება

5-6 ცალი მარწყვი ჩავყაროთ 200-250 გრამიან ჭიქაში და დავაყაროთ იმდენი შაქარი, რომ ეს ჭიქა ბოლომდე გაივსოს. ასე გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში.

2 კვერცხის ცილა ჩავაგდოთ თასში, დავამატოთ ვანილი და მწიკვი მარილი, ზემოდან დავასხათ შაქრიან-მარწყვიანი მასა და გაუჩერებლად ვთქვიფოთ 25 წუთი ან ცოტა მეტი, სანამ ფუმფულა, სქელ მასას არ მივიღებთ.

ეს მუსი იდეალურია ტორტების მოსართავად, ასევე ტარტალეტკებისთვის. ანალოგიურად მზადდება ალუბლის მუსიც, ოღონდ ალუბალს კანი უნდა გავაცალოთ და კურკა გამოვაცალოთ. 200-250 გრამიან ჭიქაში დაახლოებით 8-10 ალუბალია საჭირო. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად.