გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რჩება და კვლავ აქტუალურია პოლიტიკა, რომ არ შესრულდა რეკომენდაციები და ამას დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს

გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რჩება და კვლავ აქტუალურია პოლიტიკა, რომ არ შესრულდა რეკომენდაციები და ამას დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რჩება და კვლავ აქტუალურია პოლიტიკა, რომ არ შესრულდა რეკომენდაციები და ამას დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები სათანადოდ სრულდება და ევროკავშირს თუ სურს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თერთმეტ რეკომენდაციას მოსდევს მე-12 რეკომენდაცია, სადაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი. ახლა მთელი რესურსი მობილიზებულია იმისკენ, რომ არც ერთი რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვალოს, ვინაიდან ეს არ მოხდა „ნაცმოძრაობის“ ხელდასმით და მისი მხრიდან მწვანე შუქის ანთებით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ არჩევნებზე შევთანხმდით, თითქოს პროპორციულ არჩევნებზეც შევთანხმდით, ამ შემთხვევაშიც შეტევაა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში რჩება და კვლავ აქტუალურია პოლიტიკა, რომ არ შესრულდა რეკომენდაციები და ამას დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს. სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებით სერიოზული კონიუნქტურის საკითხია, რომელიც ამ წლის ბოლოს, დეკემბერისთვის ჩამოყალიბდება. საქართველოს ევროპის პოლიტიკური თანადგომა სჭირდება, სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს კანდიდატის სტატუსს. პოლიტიკური მხარდაჭერის რესურსი თუ აქვს ევროპას და თუ უნდა, რომ საქართველოს გვერდით დაუდგეს, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არავითარი ხელშეშლა რეკომენდაციების გათვალისწინებით არ არსებობს. თუ კი არის სხვა პოლიტიკური მოსაზრება, გადაწყვეტილება არ მიიღება. პოლიტიკურმა კინიუნქტურამ არ უნდა გადაწონოს ის ინტერესი, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.