83 წლის ალ პაჩინოსა და მის 29 წლის პარტნიორ ნურ ალფალას ვაჟი შეეძინათ. მათ ბავშვს რომანი დაარქვეს. წყვილმა ნურის ორსულობის შესახებ მაისში გვაცნობა. ცნობილ მსახიობს სხვა პარტნიორებთან 33 წლის ქალიშვილი ჯულია მარი და და 22 წლის ტყუპები ანტონი და ოლივია ჰყავს.
2014 წელს The New Yorker-თან ინტერვიუში მსახიობმა მამობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილების ყოლამ ის სიცარიელე შეუვსო, რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მამამ მიატოვა.
"შინაგანად ვიცოდი, რომ არ მინდოდა, მამაჩემისნაირი ვყოფილიყავი. მათთან ერთად ყოფნა მინდოდა. სამი შვილი მყავს და მათზე პასუხისმგებელი ვარ. მე მათი ცხოვრების ნაწილი ვარ. როცა მათთან არ ვარ, მეც მწყინს და მათაც სწყინთ", — განაცხადა ალ პაჩინომ.
ოსკაროსანი მსახიობი, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარგად ნათლიაში შესრულებული როლით იცნობს, ბოლოს სერიალ Hunters-ში და ფილმ House of Gucci-ში გამოჩნდა.