მელ გიბსონმა „მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ წარადგინა ბავშვების შესახებ, რომლებიც უკრაინაში ვაჭრობისთვის მოწყვლადები არიან. როგორც Newsweek-ი წერს, ამის შესახებ ადამიანების სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Operation Underground Railroad-ის დამფუძნებელმა განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა განაცხადა, რომ იღებს დოკუმენტურ სერიალს, რომელიც სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის მრავალმილიარდიან, გლობალურ ბაზარს ააშკარავებს.
Newsweek-ის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი სავარაუდოდ იღებს 4-ნაწილიან სერიალს ისეთი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა უკრაინა.
Operation Underground Railroad-ის დამფუძნებლის, ტიმ ბილარდის მიერ წლის დასაწყისში გავრცელებული ეს ინფორმაცია ამერიკელმა ჟურნალისტმა კეტრინ ბოდსკიმ ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა მოგვიანებით, ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილარდისავე წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ის ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის მიწურულს მელ გიბსონმა უკრაინაში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტები მოიპოვა და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად უკრაინაში გაემგზავრა, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაციამ Operation Underground Railroad პედოფილთა საშიში ქსელის ლიკვიდაციის ოპერაციაც დაიწყო.
როგორც წერილიდან ირკვევა, მელ გიბსონი 4-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი არ არის, თუმცა აქტიურადაა ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში.