კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

შემთხვევა მანიტობის პროვინციაში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.