პოლონური მედია იუწყება, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის სასაზღვრო დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს

პოლონური მედია იუწყება, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის სასაზღვრო დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს

ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის სასაზღვრო დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. ცნობას პოლონური რადიო ავრცელებს და იუწყება, რომ ინციდენტი პირველად რამდენიმე დღის წინ მოხდა, რასაც მესაზღვრეების მხრიდან განგაში მოჰყვა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად ვინ გახსნა ცეცხლი. ინფორმაცია მომხდარის შესახებ სეიმს გადაეცა.