ზურაბ წერეთელი პუტინის ძეგლზე მუშაობას იწყებს

ზურაბ წერეთელი პუტინის ძეგლზე მუშაობას იწყებს

ქართველმა მოქანდაკემ, ზურაბ წერეთელმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ბოლო პერიოდში მისი და მისი შემოქმედების გარშემო დაგროვდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის კარის ხელოვანმა განაცხადა, იგი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ძეგლის შექმნას აპირებს. ვლადიმერ პუტინის ძეგლი წერეთელს უკვე დამზადებული აქვს.

- მაქვს გეგმაში შევქმნა დიდებული თანამედროვეების ძეგლები. ოლეგ ტაბაკოვი, ნიკიტა მიხალკოვი, იური ბაშმეტი უკვე გაკეთებული მაქვს. ასევე უკვე დავამზადე ვლადიმერ პუტინის ძეგლი და მას “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული“ ეწოდება", – ასეთი პასუხი გასცა ზურაბ წერეთელმა კითხვაზე, აპირებს თუ არა მომავალში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ძეგლის შექმნას.

მოქანდაკე იმასაც განმარტავს, რომ მისი ნამუშევრები მოსკოვში ქალაქთმშენებლობის საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ დაიდგა. მისი დანარჩენი ნამუშევრები კი მის მუზეუმშია.

პრესკონფერენციის მსვლელობის დროს ზურაბ წერეთელი გამოვიდა ინიციატივით - მისი შექმნილი პეტრე პირველის ძეგლი ამ მონუმენტის გადატანის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ რესინის აგარაკზე დაიდგას.