სიცილი გვაჯანსაღებს

სიცილი გვაჯანსაღებს

ბავშვი დღეში 400–ჯერ იცინის, მოზრდილი – სულ 15–ჯერ. შეიძლება სწორედ ამაშია ჩვენი უბედურების საფუძველი.

გულით სიცილი სერიოზული ფიზიკური დატვირთვაა. ხარხარის დროს კუნთების 80 ჯგუფი მუშაობს.

სიცილი სისხლძარღვებს წვრთნის, ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სნეულებებისაგან იცავს. 20 წამის სიცილის ეფექტი 5 წუთით ნიჩბების ენერგიულად მოსმის ტოლია.

ტყუილად კი არ არის, რომ კომედიების ცქერისას სისხლის მიმოქცევა 22%–ით აქტიურდება. და კიდევ, სუნთქვა უმჯობესდება. ორგანოები და ქსოვილები ჟანგბადით ეფექტურად მარაგდება.

სიცილი იმუნურ და ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, ნაწლავების მუშაობას არეგულირებს და, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ისე მოქმედებს. და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ასე რომ, ცხოვრებას მხიარულად უყურეთ.