ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მკაცრი უნდა იყოს.
ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკოს განცხადება ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
„მსოფლიომ უნდა აჩვენოს ლუკაშენკოსა და პუტინს, რომ ბირთვულ შანტაჟს არ დაექვემდებარება“, - დასძინა ტიხანოვსკაიამ.
13 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი რამდენიმე დღეში ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდება.