ჩეჩნეთის პრეზიდენტის „მარჯვენა ხელად“ წოდებული ადამ დელიმხანოვის ტელეგრამ-არხზე, მისი სახელით განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ უკრაინული მედიის მიერაა მოგონილი.
მანამდე ანალოგიური განცხადება რამზან კადიროვმა გაავრცელა, რომელიც ირწმუნება, რომ დელიმხანოვი ცოცხალია.
ინფორმაცია ჩეჩენი მეთაურის შესაძლო დაღუპვის ან დაჭრის შესახებ გუშინ რამდენიმე უკრაინულმა და რუსულმა წყარომ გაავრცელა, რის შემდეგაც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მეგობართან კავშირზე ვერ გადიოდა და მის პოვნაში დახმარება ჯილდოს სანაცვლოდ, უკრაინულ დაზვერვას სთხოვა.