რუსეთის სამხრეთში ომის დროს დატყვევებული 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათი უმრავლესობა აზოვის პოლკის მებრძოლია, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს 3 თვის განმავლობაში იცავდნენ.
2022 წლის აგვისტოში რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ აზოვის პოლკი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. 24 უკრაინელიდან, რომლებსაც რუსებმა ტერორისტულ საქმიანობაში დასდეს ბრალი, ორი კიევმა ტყვეთა ერთ-ერთი გაცვლის დროს დაიბრუნა. დარჩენილ 22 ტყვეს, რომელთაგან 8 ქალია, განაჩენს რუსული სასამართლო გამოუტანს. მათ თავისუფლების აღკვეთა 15 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.