სერბეთში კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი დააკავეს. პრიშტინა და ბელგრადი დაკავების ადგილზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
კოსოვოს პრემიერმინისტრის, ალბინ ქურთის ინფორმაციით, დაკავება კოსოვოს ტერიტორიაზე, სერბეთის საზღვრიდან 300 მეტის სიღრმეში მოხდა. ოფიციალური ბელგრადის მტკიცებით კი, პოლიციელები სერბეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ გნილიცაში დააკავეს.