ინგრედიენტები
700 გრამი ქათამი
100 გრამი შაშხი
200 გრამი კარტოფილი
100 გრამი მოხარშული პარკი ლობიო
2 ცალი მოხარშული კვერცხი
150 გრამი ვაშლი
100 გრამი კიტრის მწნილი
150 გრამი მაიონეზი
250 გრამი სალათის ფოთლები
ოხრახუში
პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადება
ქათამი მოვხარშოთ, გავაციოთ თავისსავე ბულიონში და გავაცალოთ რბილობი.
კარტოფილს დავასხათ ცივი წყალი, მოვხარშოთ კანიანად, გავაციოთ და გავაცალოთ კანი.
სალათის ფოთლები და პარკი ლობიო დავჭრათ 2-3 ნაწილად, კარტოფილი, ქათმის ხორცი, შაშხი, კვერცხი, ვაშლი და კიტრის მწნილი დავჭრათ ნაჭრებად, დავუმატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ ოხრახუშის ღეროებით, ქათმის ხორცითა და კვერცხის ნაჭრებით.