უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რაკეტა საწყობს მოხვდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში.