გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 110 მილიონს მიაღწია

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 110 მილიონს მიაღწია

გაეროს მონაცემებით, 2022 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამხედრო კონფლიქტების, დევნის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 108,4 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.

2023 წლის მაისისთვის ეს რიცხვი 110 მილიონამდე გაიზარდა. ასეთია მონაცემები, რომელიც დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველომ გამოაქვეყნა.

ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი სახელდება. უკრაინიდან წასული ადამიანების რაოდენობამ 2022 წლის ბოლოსთვის 5,7 მილიონს მიაღწია.