ვარდისფერი ღვინოები  – პასუხი წარსულს

ვარდისფერი ღვინოები – პასუხი წარსულს

დღეს მსოფლიოში ვარდისფერი ღვინოები ძალზედ პოპულარულია. რატომ არ იყო ამდენ ხანს ვარდისფერი ღვინოები მოდაში? ჯერ ერთი, როგორც ჩანს, “როზეს“ მწარმოებლებმა ყველაზე გვიან გააცნობიერეს, რომ ბოთლზე 20 გრამი შაქარი კომილფო არ არის; მეორე მიზეზად შეიძლება დასახელდეს მათ მიმართ არსებული დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება მთელ მსოფლიოს გადაედო ფრანგებისგან, რომლებიც სიცხეში ცისტერნებით სვამდნენ ვარდისფერ ღვინოებს და მათ “ზაფხულის გამაგრილებელ სასმელად“ მიიჩნევდნენ.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბოლო დრომდე ვარდისფერი ღვინოების მოხმარების ეპიცენტრად რჩებოდა ნიცა და სენ-ტროპე, რომლებიც შთანთქავდა ახლომდებარე პროვანსის პროდუქციას. სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ მრავალ ევროპელს შეეყარა ლაჟვარდოვანი სანაპიროს ბექობზე მზით გაჯერებული ვარდისფერის ნაზი სიყვარული, როდესაც პლაჟის ბისტროებში მას ბუიაბესს აყოლებდნენ.

მრავალი წლის განმავლობაში ვარდისფერი ღვინოების ერთადერთ ღირსებად ფერი ითვლებოდა: მშვენიერი შესახედავია იასამნისფერი შეფერილობის გროლოზე დაყენებული ლუარის კუპაჟები, ორაგულის ან ხახვის ფურცლის თვალწარმტაცი შეფერილობის ღვინოები კაბერნე სოვინიონთან ერთად, მაგრამ ისინი სწორედაც რომ გვაიძულებს დაველოდოთ მარწყვისა და ჟოლოს გემოს აფეთქებას მხოლოდ იმისთვის, რომ პირზე ნერწყვად მომდგარი წინასწარი ტკბობა სატანჯველად გადავუგდოთ სუსტი სუნისა და სწორხაზოვანი უმარილო დასასრულისგან შემდგარ რეალობას.

როგორც წესი, სწორედ ეს იმედგაცრუება, თვალსა და ენას შორის არსებული დისონანსი ედება საფუძვლად ვარდისფერი ღვინოების დაბალ შეფასებას.