მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: პარტიაში დაპირისპირება კი არ არის, ილუზიებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: პარტიაში დაპირისპირება კი არ არის, ილუზიებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ

პარტიაში დაპირისპირება კი არ არის, ილუზიებში არიან და ერთმანეთს აგიჟებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„მათი გეგმა ასეთია: ყველანაირად უნდა შეუშალონ ხელი კანდიდატის სტატუსს, მერე უნდა არიონ ქვეყანა, მერე მოდიან ხელისუფლებაში - ასე მსჯელობენ შიგნით და მერე რომელი ფლანგი იქნება, რომელიც „მოაჯდება“ ამ ქვეყანას, ამაზე მიდის ახლა ბრძოლა. ამ დროს მათი რეიტინგი დაღმა ისეთი სისწრაფით მიდის, რომ ვერავინ დაეწევა. ამ ილუზიებში არიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.