მას შემდეგ, რაც “Miss Americana” – ტეილორ სვიფტი ყოფილ მეგობარ მამაკაცს ჯო ალვინს ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, სულ რაღაც ორი თვე გავიდა.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ახალგაზრდა პოპვარსკვლავმა ის “ნამდვილი სიყვარულიც”, რომელიც ჯოსთან დაშორების შემდეგ ერთ კვირაშივე იპოვა, ნამდვილი არ აღმოჩნდა.
Daily Mail და The New York Times იუწყებიან, რომ ტეილორი რამდენიმეკვირიანი ურთიერთობის შემდეგ ჯგუფ The 1975-ის ვოკალისტს მეთი ჰილის დაშორდა.
ახალი ვარსკვლავური წყვილი ჯერ მედიასთან გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ინფორმაცია სოციალურ მედიას და ტაბლოიდებს უკვე ვირუსულად მოედო.