ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სელებრითებს აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ ყველანაირი დაწესებულებით, რადგან ისინი ცნობილი ადამიანები არიან, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა.
რამდენიმე საათის წინ “ეიფორიას” ვარსკვლავი, მსახიობი ზენდეია რომში, Terrazza Borromini-ის რესტორანთან იმყოფებოდა, სადაც ის მხოლოდ იმის გამო არ შეუშვეს, რომ მისი ჩაცმულობა “დრეს კოდს” არ ექვემდებარებოდა.
ზენდეიას კლასიკური, დახვეწილი ჩაცმულობა მოსთხოვეს, მას კი შავი ტოპი და სპორტული შარვალი ეცვა.