გერმანიაში, ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
Air Defender-ის წვრთნებში მონაწილეობას იღებს 25 ქვეყანა, დაახლოებით 10 000 პერსონალით და 250 თვითმფრინავი, მათ შორის დაახლოებით 100 თვითმფრინავი შეერთებული შტატებიდან.
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ Air Defender-ი მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ ნატო მზად არის, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
„Air Defender-ი აუცილებელია, რადგან ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. როდესაც ჩვენ უსაფრთხოების უდიდესი კრიზისის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ერთიანნი ვართ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ“, - დასძინა ლუნგესკუმ.