მედია: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს

მედია: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს

კოვიდშეზღუდვების დროს პრემიერის რეზიდენციაში წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა გააკრიტიკა თემთა პალატის კომიტეტის გამოძიება -ცნობილი, როგორც Partygate- და აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი მისი პარლამენტიდან გაძევება იყო.

„[თემთა პალატის] კომიტეტის მიზანი თავიდანვე იყო ჩემი დადანაშაულება, ფაქტების მიუხედავად“, - თქვა ჯონსონმა და მის წინააღმდეგ გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

2021 წლის ბოლოს ბრიტანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა დაუნინგ სტრიტზე გამართულ წვეულებებზე, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის პირობებში ჩატარდა. თავიდან ჯონსონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა.