სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - პრეზიდენტის გადადგომა ბელგრადის ქუჩებში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა მოითხოვა

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - პრეზიდენტის გადადგომა ბელგრადის ქუჩებში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა მოითხოვა

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომა ბელგრადის ქუჩებში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა მოითხოვა.

ბელგრადსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციები მაისის დასაწყისში მომხდარ ორ თავდასხმას უკავშირდება, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. დაღუპულთა შორის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებიც არიან.

ოპოზიცია ვუჩიჩს 11-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებს ბრალს.