2006 წელს 14 წლის ნეიმარი „რეალმა“ იუარა

2006 წელს 14 წლის ნეიმარი „რეალმა“ იუარა

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „AS” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

აღმოჩნდა რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი 2006 წელს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასულიყო.

ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი მაშინ 14 წლის ბრძანდებოდა. ნეიმარი იმ პერიოდში მადრიდში ჩაფრინდა და „რეალთან“ ერთად რამდენიმე საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა.

ბრაზილიურმა მხარემ ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ 60 ათასი ევრო მოითხოვა. „რეალის“ სპორტული დირექტორის მოვალეობას მაშინ კარლოს მარტინეს დე ალბორნოსი ასრულებდა. მან უცნობ მოთამაშეში ამ რაოდენობის თანხის გადახდა კატეგორიულად იუარა.

ჭაბუკ ნეიმარს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მოუწია. შვიდი წლის შემდეგ მან „რეალზე“ შური იძია, როდესაც ცოტა ხნის წინ „ბარსელონაში“ 57 მილიონ ევროდ გაიყიდა.