ლაბრადორისა და გერმანულ ნაგაზის მეტისი ზოი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა, როგორც ყველაზე გრძელი ენის მქონე ძაღლი. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ზოის ენის სიგრძე 12.7 სანტიმეტრია. ძაღლი აშშ-ში, ლუიზიანაში ცხოვრობს. მისი პატრონები სეიდი და დრიუ უილიამსები ამბობენ, რომ ზოი მათთან 6 კვირის ასაკში მოხვდა და ენა ყოველთვის გრძელი ჰქონდა. მათივე თქმით, 3 წლის ზოი მოსიყვარულე და მხიარული ძაღლია.