ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კრემლის მუქარა ბრიტანეთს ვერ შეაჩერებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კრემლის მუქარა ბრიტანეთს ვერ შეაჩერებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთს ვერ შეაჩერებს რუსეთის მიერ იარაღის ჟღარუნი, რომელიც იმუქრება უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების გამო.

„ჩვენ მივიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ესკალაციის რიტიტორიკა ან კრემლის მიერ იარაღის ჟღარუნი ვერ შეგვაჩერებს სწორი ნაბიჯების გადადგმისგან“, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯეიმს კლევერლიმ დასძინა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებით კრემლი სულ უფრო აღშფოთებული იქნება.