ცნობილი ბრაზილიელი ჯაზ მომღერალი ასტრუდ ჟილბერტო გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 83 წლისა იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაში შვილიშვილმა, სოფია ჟილბერტომ გაავრცელა.
ჟილბერტომ პოპულარობა 1960-70-იან წლებში მოიპოვა. მის მიერ შესრულებული ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა The Girl From Ipanema, რომლის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და დიდი წვლილი შეიტანა ბოსა-ნოვას ჟანრის პოპულარიზაციაში.