მიუხედავად ლიდერის – კურტ კობეინის გარდაცვალებისა, წელს უპოპულარესი როკ–ჯგუფი – “ნირვანა“ 20 წლის მიუბილეს აღნიშნავს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მზადება გრანდიოზული ექსპოზიციისთვის უკვე დაიწყეს. სიეტლში ”Experience Music Project”-ის მუზეუმში სამ თვეში, უფრო ზუსტად – 16 აპრილს გამოფენა გაიხსნება, რომელიც ჯგუფს მიეძღვნება.
“Nirvana: Taking Punk To The Masses“ - ასე ერქმევა ექსპოზიციას, სადაც დამთვალიერებელი შეძლებს ნახოს ჯგუფის ლიდერის კურტ კობეინის აქამდე უცნობი ფოტოები ბავშვობიდან ჯგუფში მოღვაწეობის ჩათვლით. სიეტლში ასევე გამოიფინება სიმღერების ტექსტების ორიგინალები და იმ გიტარის ნამსხვრევები, რომელიც კურტმა კონცერტის დროს დაამტვრია.
ღონისძიება ჯგუფისა და მისი პირველი ალბომის “Nevermind“-ის 20 წელს ეძღვნება. ალბომი გაყიდვაში 1991 წლის სექტემბერში გამოვიდა. ჯგუფი სიეტლში შეიქმნა გასული საუკუნის 80-იან წლებში და 1994 წლის აპრილამდე იარსება, ვინაიდან აპრილში ჯგუფის ლიდერმა კურტ კობეინმა თავი მიოკლა. ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, ჯგუფმა სამი სრულფასოვანი ალბომის გამოშვება მოასწრო.