არა ალას! - ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა

არა ალას! - ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა

როგორც იქნა საბოლოოდ გამოვფხიზლდით საახალწლო მოთენთილობისაგან და მთელი სიცხადით კიდევ ერთხელ “აღმოვაჩინეთ“, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და, მთლიანობაში, ცოტამ თუ იცის რაიმე...

 

სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე “ახლადგამოფხიზლებული“ ფორუმელების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა. თვალების ძალუმად მოფშვნეტა ხომ გვიან არასოდეს არ არის,....

 

სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი უღირსი საქციელის დასჯა მესმის, მაგრამ ეს უ-პირსინგობა, უ-ტატუობა, უ-სექსობა და უ-ყველაფრობა რა უბედურებაა?!

 

lasha1997: “მანდატურისთვის თურმე მიუღებელია სამკაული, ტატუირება, შეუფერებელი ვარცხნილობა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა და "მიუღებელი სამკაულის ტარება (პირსინგი)" - ეს ყველაფერი სკოლის მანდატურებს განათლების მინისტრის მიერ "მანდატურის ეთიკის კოდექსის" დამტკიცების შემდეგ აეკრძალათ.

 

გარდა ამისა, მანდატური დაისჯება, თუ ის "ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თანამშრომლის, პედაგოგის, მოსწავლის, მშობლის, მანდატურის სამსახურის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართულ რაიმე უღირს საქციელს ჩაიდენს"."ქმედების ჩადენის ადგილს" მნიშვნელობა არ ექნება. სკოლის მანდატურს სამსახურში ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადებისთვისაც დასჯიან, სამსახურეობრივი ფორმით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღებისთვისაც და ფორმით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაფიქსირებისასაც“.

 

და, რა მაინტერესებს... ტატუ ან პირსინგი თუ დაფარულ ადგილას აქვს, როგორ აღმოუჩენენ? სამსახურში მიღებამდე გახდიან და კონტროლზე გაატარებენ თუ “ფეისბუქის“ ან “ოდნოების“ სურათებს შეუმოწმებენ სადაც მეგობრებთან ერთად ზღვაზე ნებივრობს?

 

საქართველოზე პირდაპირი ზეწოლა ისრაელის მხრიდან - ეს პრინციპული საკითხია!

 

Chegesto: “ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოუწოდებს მის ქართველ კოლეგას, გაათავისუფლოს ებრაელი ბიზნესმენები წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა გადაიხედება. ინფორმაციას ავრცელებს ერთ-ერთი ებრაული სააგენტო.

 

ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა და ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა.

მოკლედ - შანტაჟია ერთი სიტყვით...“.

 

ასეთი პირდაპირი ჩარევა და უპატივცემულობა სხვა ქვეყნისა წარმოუდგენელია და მიუღებელია პირადად ჩემთვის, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს და ეს არის სისტემა, რომელიც  პრაქტიკულად მხოლოდ სძალავს ფულს მოქალაქეებს...

 

აზერბაიჯანის კონსულის თავხედობა ბათუმში.

 

Corbin: ”მაღაზია მაქვს ბათუმში. დღეს იყო შემოსული ქალბატონი (როგორც შემდეგ გაირკვა, აზერბაიჯანის კონსულის, ჰუსეინ ნაჯაფოვის მეუღლე) რაღაცეები აარჩია და გამყიდველს თანხა შეეკითხა - გამყიდველმა უპასუხა. გაუმეორა კითხვა - თანხა რუსულად მითხარიო.გამყიდველმა რუსული კარგად არ იცის და ჩეკი მიაწოდა რომ თანხა ენახა რამდენი ჰქონდა გადასახდელი. ამაზე გაბრაზდა - რატომ რუსულად არ მელაპარაკებიო.

 

მე საკმაოდ კარგად ვიცი რუსული და ვუხსნი - არ იცის მეთქი კარგად რუსული და საერთოდ ვალდებული არც არის რომ იცოდეს-მეთქი. ამ სიტყვების მერე გამყიდველს უკან მიუყარა ნაყიდი ნივთები - საერთოდ აღარ მინდაო და მაღაზიიდან გავიდა. ვეუბნები: ჩეკი ამორტყმულია და ასე არ შეიძლება. ყურადღებაც არ მოგვაქცია და გავიდა. საღამოს თვითონ კონსული მოვიდა. არა - უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით  – შემოვარდა. რა უფლებით მიაყენეთ შეურაყოფა ჩემს მეუღლესო. მე თქვენ მაღაზიას დავახურვინებო. მიწასთან გაგასწორებთო და თან მუშტებს ატრიალებდა ცხვირწინ. ახლავე პატრულს გამოვუძახებო.

 

ჩვენ ვითხოვდით, რომ ამორტყმული ჩეკის შესაბამისი თანხა გადაეხადა და ბოდიში მოეხადა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. აღმოჩნდა, რომ არც თანხის გადახდას აპირებდნენ და არც ბოდიშის მოხდას. პირიქით – აქეთ ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას. ალბათ - რუსულის კარგად არცოდნის გამო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. არ გაჭრა არანაირმა თხოვნამ, რომ ჩვენ დაძაბულობა შეგვქონდა ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს პროტოკოლის უფროსმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა თანხა და კონსულთან ერთად დატოვა ინციდენტის ადგილი”.

 

რატომღაც ერთი უადგილო კითხვა გამიჩნდა: კონსულის ცოლი ლამაზი მანდილოსანია?

 

დიდი ბრიტანეთი სადაცაა ჩამოიშლება! მადლობა, მიშა, ბეტონივით მყარი რომ ხარ!

 

ჩოხა: ”სიუჟეტი იყო, ახლა. თურმე, ბრიტანეთში ხალხს მაგრა გაუჭირდა და პენსიონერები სახლებში შუქის ანთებამდე კარგად ფიქრობენ ხოლმე და სამოგზაუროდ რომ ვეღარ წავლენ, ნერვიულობენ და სამსახურებში შეიძლება ხელფასები გაუყინონო.

 

ავტობუსები გაძვირდაო (კონდიციონერები დაუყენებიათ). ჰოდა, დავწყნარდი, რა. თურმე ჩვენზე უბედური ქვეყანაც ყოფილა ევროპაში. საცოდავი ბრიტანეთი. მადლობა “კურიერო“! გვიყვარხარ! კიდე გაუშვით ხოლმე ეგეთები რა HD-ში...“

 

არ მეგონა, ამ ქართულ ტელევიზიებს კიდე ვინმე თუ უყურებდა 21-ე საუკუნეში. როცა სატელიტი არსებობს, საკაბელო და ინტერნეტი...

 

ჩეჩნური "ძმობის" და უმადურობის კიდევ ერთი მაგალითი - კიდევ ერთი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ...

 

Beelphegor: “რუსული სპეცსამსახურები რომ დიდი ხანია გაჰყვირიან საქართველოში გადმოსულ ჩეჩენ ბანდიტებზე, ეს არახალია. ფრიად საგანგაშო ისაა, რომ ეს ინფორმაცია უკვე სხვადასხვა პროვოკაციულ საიტებზე იდება, რათა დაანახონ რუსებმა მავანთ, რომ საქართველო უპატრონო და დაუცველი ქვეყანაა, სადაც ნებისმიერ ტერორისტს აქვს თავისი თავშესაფარი მოპოვებული. (ქართული მხარის ჩუმი თანხმობით იგულისხმება რასაკვირველია(!)

 

ერთ–ერთი ჩეჩენი ახსენებს ქართველ ხალხს როგორც "უწმინდურს" და ამავე დროს ფიქრობს თავისი ბინძური ლეში გამოაზამთროს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე (გადმოსვლის ფაქტი არ არსებობს), თუმცა როგორც ვიდეოს ავტორი გვატყუებს ეს ვიდეო ახლახანაა გადაღებული. ნათელია, რომ რუსული სპეცსამსახურები კიდევ ერთხელ ამზადებენ საბაბს საქართველოს "ტერორიზმის მხარდაჭერაში" დასადანაშაულებლად მსოფლიო საზოგადოების თვალში ჩვენი "ტერორისტების თავშესაფრად" წარმოსაჩენად, რათა მოხდეს შემდგომში"პრევენტიული"სამხედრო ოპერაციების გამართლება უკვე ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე!“.

 

ვინც ახლა დაიწყებს ქართულ-ჩეჩნური "ძმობის და ერთობის" ტექსტის კითხვას, კიდევ ერთხელ გაიხსენოს, ამისთანა წვერებიანი ბანდიტების მიერ აფხაზეთში ჩადენილი “კაიკაცობები“...

 

როდესაც პოლიცია სახელმწიფოს და მოქალაქის სამსახურშია...

 

ბეშქენ: “რამოდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანადელი პოლიციელი მოკლეს. ეს დღეები მასზე ინფორმაციები მუდმივად გადაიცემა პირველ ნიუსად და დღეს კი, მისი დაკრძალვის დღეს ძალიან პომპეზური, თითქმის აღლუმი-დაკრძალვა გამართეს. სხვადასხვა არხებზე ნიუსების ძვირფასი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მას დაეთმო.

 

პროტესტი არავის უჩნდება ამის გამო. პირიქით, გარდა პოლიციელებისა, ათასობით მოსახლეობა მივიდა პატივის მისაგებად. სერჟანტი რასელი უკვე გმირად შერაცხეს. სამწუხაროდ, საქართველოში არც თუ იშვიათია პოლიციელის მოვალეობის შესრულებისასა გარდაცვალება, მაგრამ...  როდესაც პოლიცია მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და სახელმწიფოს და მოქალაქის სამსახურშია - დიახაც, იმსახურებს ასეთ პატივს! სამწუხაროდ, ქართულ პოლიციას ჯერ კიდევ ბევრი უკლია აქამდე...“.

 

მიშა-მიშას რომ არ ბღაოდნენ და ვანოს სადღეგრძელოებს “სერვანტზე“ ასულები არ სვამდნენ, უფრო კარგი ბიჭები იქნებოდნენ...

 

ფინანსთა მინისტრის მორიგი მუხთლობა! ახალი კურსის ძველი წესები...

 

Idinamor: როგორც ვიცით, ბატონი პრეზიდენტი და მთელი მთავრობა თავს იწონებს ახალი კურსით და გვპირდება მეწარმეებს რადიკალურად შეცვლილ საგადასახადო ადმინისტრირების კულტურას.... ჰოდა ინებეთ ბატონო, 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანება, რომელიც გულისხმობს სასაქონლო ზედნადების ახალი ფორმის შემოღებას და შესაბამისად ახლებურად შევსებას. საკონსულტაციო შეხვედრებზე ნათქვამი იყო, რომ ძველი ფორმა პარალელურად იარსებებდა ახალთან და რომ მოხდებოდა მისი ეტაპობრივი ჩანაცვლება, ისევე, როგორც დღგ-ს ანგარიშფაქტურა მოქმედებს პარალელურ რეჟიმში ელექტრონულ ფაქტურასთან!

 

მაგრამ ბაინდურაშვილმა გადაწყვიტა მოულოდნელად მთელი საქართველოს ბიზნესი მძევლად ექცია შემდგომი დაყაჩაღებისათვის...“.

 

ამ სახელმწიფოში ბიზნესი მეწველი ძროხაა და ყოველთვის ასე დარჩება სანამ ვინმე ხმას არ ამოიღებს.

 

ჯორჯია & ხადარკოვსკი. დასავლეთის ტესტი სამარცხვინო შედეგით.

 

Kodeqsi: “პუტანეთმა“ აგვისტოში როცა ლამის გადაგვიარა მთავარპუტანას ბრძანებით (დათვბიჭა მხოლოდ გამხმოვანებელი იყო და არს მის ქვენა-აზრთა), ერთგვარ პერსონა ნონ-გრატად მისი გამოცხობა არავის მოუვიდა აზრად სამართლიანობაზე თავდადების მიშაზე მეტად პიარნარევ დასავლეთს...

 

გაიძვერ-აფერისტობით მილიარდებნაშოვნ (სხვანაირად მაშინ ვერც იშოვიდი პუტანიაში ამდენს) ვიღაც ხადარკოვსკის რომ გადაეკიდა ეს გნომი და მეორედ ჩააყვინთინა გისოსებიან საკანში, მთელმა დასავლეთმა ლამის სატანად შერაცხა, ახლოს აღარ გაგვეკარო სტუმრობითო და შვეიცარულ საბანკო ანგარიშებსაც დეემშვიდობეო, ანუ კისლაროდს მთლიანად გიკეტავ ჩემთანაო...

 

ვიღაც ცინგლიანმა ხადარკოვსკიმ მთელი საქართველო როგორ გადაწონა ორპირა და მრავალგზის ორმაგსტანდარტიანი დასავლეთის თვალში? აბა მიშურუპებო, მიშბოლტებო და მიშვინტებო რა პასუხი გაქვენ ამაზე? აკი იძახდით ლამის ხელისგულზე ატარებს მთელი დასავლეთი ჩვენს დიდ მიშასაო და აი შედეგიც...“.

 

მიშკრიტიკასთან ერთად სასურველი იქნება მიშლანძღვის მიშეიფორიიდან გამომიშღვიძება და ქართულად მეტყველება. მაგალითად, "ბოლტი" - ქანჩი; "ვინტი" - ხრახნი და ასე მიშშემდეგ...

 

რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები...

 

Nshoshia505: “ყოველგვარი ცვლილება არ არის რევოლუცია. თუ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოდის ლიდერთა ჯგუფი, რომელთა პოლიტიკა იმეორებს მათი წინამორებედების პოლიტიკას და ეს ცვლილებები ქვეყანას ან საზოგადოებაზე ნაკლებად აისახება, მაშინ შეიძლება ითქვას რომ რევოლუცია არ მომხდარა. (ჩემი აზრით, ამის გამო "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში რევოლუცია არ ყოფილა)

 

აქამდე, გამსახურდიას გადატრიალებით, რომელსაც დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები და შემდგომ ვარდების რევოლუცია, ჩვეულებრივ მოქალაქეთა და ელიტის თვალშიც კი, პოლიტიკა იყო მეტისმეტად გამარტივებული და მიუღწევადი მოლოდინებით, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს ისტორიას და მის რელურ პოლიტიკურ პოტენციალს. გამსახურდიას შემთხვევაში, საზოგადოების მიერ გამარტივებულმა ცნებებმა როგორიც იყო "დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ" საფრთხე შეუქმნა წესრიგს და გამოიწვია სრული ქაოსი“.

 

ერთადერთი შეკითხვა: რევოლუციის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ თქვენი სისხლი დაღვაროთ რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს?

 

ერთ–ერთი ფორუმელი ფიქრობს, რომ აუცილებელია რუსულენოვანი სიმღერების აკრძალვა მუნიციპალიტეტების დონეზე.

 

DUPONT: “რესტორანში ვერ შევსულვარ გემოზე, ამის დედა ვატირე. წაიღეს ტვინი ამ რუსული “ძენ პობედებით“ და ალა პუგაჩოვებით. სამარშრუტო და სხვა ტაქსებშიც ხომ ასევეა... ნუთუ იმდენი მიხვედრა არ უნდა ქონდეთ ხეპრეებს, ვინც მაგ მუსიკას უკრავს საზოგადობრივ თავშეყრის ადგილებში, რომ ბევრ თანამემამულეზე ობიექტური მიზეზების გამო ძალიან დამთგუნველად მოქმედებს ეს და რომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ ზღვარს სცილდება...

 

ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეს პატივს სცემენ, ასეთ რამეს არავინ დაუშვებს. მაგრამ, ბევრ ჩვენგანს მართლაც დეგრადირებული აქვს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ, მოვითხოვ, შევიტანოთ წინადადება მერიაში გამოიტანონ სპეციალური ცალკე დადგენილება ამის თაობაზე. ანუ, აიკრძალოს რუსულენოვანი სიმღერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გარდა იმ შემთხვევებისა თუ წინასწარ არ არის გამოცხადებული ასეთი პროგრამა და აფიშირებული, მაგ. რესტორანში, საკონცერტო დარბაზში და სხვა...“.

 

ჩემის აზრით მოთხოვნა სრულიად კანონზომიერია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. უბრალოდ ამ ყველაფერს ერთი “მცირე“ ნაკლი აქვს. აკრძალვა, როგორც წესი, პოპულარიზაციას უწყობს ხელს...