ზურაბ ქადაგიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, „ნაცმოძრაობის“ მენტალიტეტი რა იყო, მელია იქნება, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი - ჯამი არ იცვლება

ზურაბ ქადაგიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, „ნაცმოძრაობის“ მენტალიტეტი რა იყო, მელია იქნება, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი - ჯამი არ იცვლება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ მენტალიტეტი რა იყო და როგორ მართავდნენ ხელისუფლებაში პროცესებს. ასე გამოეხმაურა ის პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ მენტალიტეტი რა იყო და როგორ მართავდნენ ხელისუფლებაში პროცესებს, როგორი ძალადობრივი რეჟიმი იყო. [მელია] ხაზს უსვამს, რომ ამას აღარ გავიმეორებთო. ეს არის საზოგადოების დაცინვა. მნიშვნელობა არ აქვს, ნიკა მელია იქნება, ვანო მერაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი - ჯამი არ იცვლება“, - აცხადებს ქადაგიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”. - აცხადებს მელიას. მისი განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.