ბავშვობაში ხარის გვერდით გავლისას, ალბათ, თქვენც ხშირად გიფიქრიათ, წითელი მაისური ხომ არ გეცვათ. ამის მიზეზი მცდარი წარმოდგენაა, თითქოს ამ ცხოველს წითელი ფერი აღიზიანებს. ეს სინამდვილეში მითია, რომელიც კორიდამ დაამკვიდრა.
რეალურად, ხარი, ისევე როგორც სხვა მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ფერებს დიდად ვერ არჩევს. შესაბამისად, ის წითელ ფერს საერთოდაც ვერ აღიქვამს.
მაშინ რატომ ესხმიან ისინი ასე გამალებით წითელ ნაჭერს კორიდის მიმდინარეობის დროს? — სინამდვილეში ხარს აღიზიანებს ნაჭრის მოძრაობა და არა მისი ფერი. ნაჭერს, რომელსაც ტორეადორი ასე გამალებით აქნევს, ხარი როგორც მოწინააღმდეგეს, ისე აღიქვამს, მისთვის ეს მოწინააღმდეგე ხართან ასოცირდება, რომელიც აგრესიის და საფრთხის მომასწავებელია.
და მაინც, ტორეადორს წითელი ფერის ნაჭერი რატომ უჭირავს? — პასუხი მარტივია, ეს ფერი ჩვენთვის სანახაობასთან, სისხლთან და დაპირისპირებასთან ასოცირდება.
ამიტომ, რეალურად ხარი წითლის მიმართ "აგრესიული" ჩვენი ამ ფერის მიმართ წარმოდგენების გამოა.