Queen-ის „ბოჰემური რაფსოდიის“ თავდაპირველ სახელწოდებად „მონღოლური რაფსოდია“ განიხილებოდა

Queen-ის „ბოჰემური რაფსოდიის“ თავდაპირველ სახელწოდებად „მონღოლური რაფსოდია“ განიხილებოდა

ჯგუფ Queen-ის „ბოჰემური რაფსოდიის“ თავდაპირველ სახელწოდებად „მონღოლური რაფსოდია“ განიხილებოდა. ამაზე მიუთითებს ფრედი მერკურის არქივებში აღმოჩენილი ჩანაწერები.

მერკურის ჩანაწერებში მითითებულია სიტყვები და ფრაზები, რომელთა ნაწილიც სიმღერის საბოლოო ვარიანტში მოხვდა.

ჩანაწერი გაკეთებულია 1974 წელს ავიაკომპანია British Midland Airways-ის მიერ გამოშვებული კალენდრის ფურცლებზე. მომდევნო წელს კი Queen-მა „ბოჰემური რაფსოდია“ ჩაწერა.