შოლცი: უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი სამომავლო გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატოს წევრის სტატუსისგან

შოლცი: უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი სამომავლო გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატოს წევრის სტატუსისგან

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი სამომავლო გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატოს წევრის სტატუსისგან.

„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საუბარი არ არის წევრობის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

„უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება თავდასხმის საფრთხის წინააღმდეგ, რომ ასევე მოახდინოს უკრაინის სტაბილიზაცია იმავდროულად“, - დასძინა მან.