ჯო ბაიდენი: შვედეთი მალე გაწევრიანდება ნატოში

ჯო ბაიდენი: შვედეთი მალე გაწევრიანდება ნატოში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შვედეთი მალე გაწევრიანდება ნატოში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნატო უფრო ძლიერია, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მცდელობისა დაერღვია ალიანსის ერთობა უკრაინაში შეჭრით.

30 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ შვედეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მის წევრობასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობების გადასაჭრელად.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დრო დადგა და არ არსებობს მიზეზი, რომ წინ არ წავიწიოთ. თურქეთმა მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური შეშფოთება გამოთქვა. შვედეთმა და ფინეთმა მიმართეს ამ შეშფოთებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პროცესის დასრულებას მომდევნო კვირებში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ასეც უნდა იყოს და მოველით, რომ ასე იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.