ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაიქცა

ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაიქცა

აშშ-ის პრეზიდენტი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალს ესწრებოდა. პრეზიდენტს წამოდგომაში საჰაერო ძალების წარმომადგენლები დაეხმარნენ.

გავრცელებული ცნობით, ბაიდენი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა ფეხზე, სანამ აკადემიის ყველა კურსდამთავრებულ კადეტს ართმევდა ხელს.

როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, პრეზიდენტმა ქვიშის ტომარას წამოკრა ფეხი. მათივე ცნობით, ჯო ბაიდენი თავს კარგად გრძნობს.