ვოლოდიმირ ზელენსკი რიში სუნაკს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რიში სუნაკს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან დახმარების პირობა პირადად მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკს შორის შეხვედრა მოლდოვაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. საუბარი შეეხო უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასაც.