სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ჟურნალისტს: თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ჟურნალისტს: თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს

არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ს გადაცემაში წამყვანის რემარკას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრორუსია.

„თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქვთ შიში კონკრეტულ მომენტში შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ჰქონდეთ სურვილი გადადგან ნაბიჯი, რამაც შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს. ყველაფერი ეს კი, მაგრამ ფუნდამენტურად პრორუსობა არა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.