გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო

გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო.

„უკანასკნელ გამოსვლებს თუ გავიხსენებთ, ქალბატონი პრეზიდენტის ეს ის იშვიათი შემთხვევა და გამონაკლისი იყო, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი შეეცადა მაინც სრულიად საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო და არ დაეყო ჯგუფებად საზოგადოება, არ ეძება მტრები და არ ყოფილიყო მკვეთრი და ნეგატიური თავის შეფასებებში“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით 31 მაისს წარდგა.