ლუკაშენკო: რუსეთიდან ბელარუსში გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაიწყო

ლუკაშენკო: რუსეთიდან ბელარუსში გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთიდან ბელარუსში გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაიწყო.

„მან [რუსეთის პრეზიდენტმა] მაცნობა, რომ დღეს მან ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ჩვენი ქმედებების შესახებ. საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზე. უნდა მოგვემზადებინა შესანახი ადგილები და ა.შ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ასე რომ, ბირთვული იარაღის მოძრაობა უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, არის თუ არა ბელარუსში არასტრატეგიული ბირთვული იარაღი, ლუკაშენკომ უპასუხა: „შესაძლებელია“.