ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს.
„არის სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ორმხრივი აღიარების საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.