ბელგიაში ღვინომ, რომელიც სუპერმარკეტში €2,5-ად იყიდება, პრესტიჟული კონკურსი Gilbert et Gaillard-ი მოიგო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, საქმე ცნობილი სომელიეს, ერიკ ბოშმანის ექსპერიმენტს ეხება, რომელმაც 1988 წელს ქვეყნის საუკეთესო სომელიეს ტიტული მოიპოვა. მან მაღაზიაში ყველაზე იაფფასიანი ღვინო იყიდა და კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა, რომლის საფასურიც 50 ევრო იყო.
სომელიემ ბოთლზე ეტიკეტი შეცვალა და ღვინოს ელიტარული სახელწოდება - Château Colombier შეურჩია. ბოშმანის გუნდმა ღვინის შექმნის დამაჯერებელი ისტორიაც მოიგონა. ამასთან, ბოშმანმა კონკურსზე სხვა, უფრო ხარისხიანი ღვინის ლაბორატორიული მონაცემები გაგზავნა, თუმცა ჟიურიმ ისინი არ შეამოწმა. შედეგად, იაფფასიანმა სასმელმა პირველი ადგილი მიიღო და მსაჯებისგან - პროფესიონალი სომელიეებისგან კარგი შეფასებები მიიღო - მათ აქცენტი ღვინის „მდიდარ გემოზე“ გააკეთეს.