ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახენ ტინა ტერნერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ტინა ტერნერი, როკ'ნ როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კუსნახტში [შვეიცარია] ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდასა და მისაბაძ მაგალითს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.

მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.