ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ დაპირება, რომ მომავალშიც, მათ შორის ვილნიუსის სამიტზეც ბრიტანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში

ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ დაპირება, რომ მომავალშიც, მათ შორის ვილნიუსის სამიტზეც ბრიტანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

„საუბრის ძირითადი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ნატო-ში ინტეგრაცია. ბრიტანეთი ტრადიციულად მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. მივიღეთ დაპირება, რომ მომავალშიც, მათ შორის ვილნიუსის სამიტზეც ბრიტანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა საქართველოს საპასუხო ვიზიტით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.