ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „დაიბრუნებს თავის ცხოვრებას“, შეწყვეტს ხალხის დაკარგვას და „ბევრ მიწას“ მიიღებს.
„რუსეთი ძლიერი სამხედრო სახელმწიფოა, ვინმეს მოსწონს თუ არა. ეს დიდი სახელმწიფოა, ბევრად დიდი. ეს არ არის ომი, რომელიც უნდა დაწყებულიყო. ასე არ უნდა მოიქცე. არ შეიძლება წახვიდე ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც შენზე ათჯერ დიდია“, – აღნიშნა მან Fox News-ის ეთერში.
გარდა ამისა, ტრამპმა დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს საუბარს დონბასზე, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის 79%-ს აკონტროლებენ.
„მათ ეს ესმით“, - აღნიშნა ტრამპმა.